მებაღეობა

ლანდშაფტის პროექტის შესრულება

კურსი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნო ლანდშაფტური პროექტის რეალიზაციის პროცესს, შეისწავლო სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების თავისებურებები და მიიღო მებაღეობის პრაქტიკული გამოცდილება.

პროგრამის ფარგლებში, გაეცნობი მებაღეობის ძირითად პრინციპებს, დეკორატიულ მცენარეთა ტიპებს და მათ საჭიროებებს, მონაწილეობას მიიღებ ტერიტორიის დაკვალვაში, ბილიკების მშენებლობაში, გაზონის მოწყობაში, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მცენარეების ჩარგვაში.

რას ისწავლი?

  • ლანდშაფტური სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპებს

  • დეკორატიული მცენარეების მოვლის ტექნიკებს

  • ბილიკების და გაზონის მოწყობას

  • მებაღეობის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას

როგორ მიმდინარეობს სწავლება? 

კურსი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ სესიებს. მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ლანდშაფტურ პროექტზე, შეისწავლიან ტერიტორიის მოწყობას და საკუთარი ხელით შექმნიან ბაღის ელემენტებს.

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • დამოუკიდებლად დაგეგმო და განახორციელო ლანდშაფტური სამუშაოები

  • უხელმძღვანელო მებაღეთა ჯგუფს ბაღის გაშენების პროცესში

ვისთვისაა კურსი?

  • მათთვის, ვისაც სურს მებაღეობის შესწავლა და მისი პროფესიად ქცევა

  • მათთვის, ვისაც ბუნებასთან მუშაობა უყვარს და საკუთარი ბაღის პროექტის შესრულება უნდა

  • დამწყები ლანდშაფტის არქიტექტორის ან დიზაინერისთვის, ვისაც ჭირდება პრაქტიკული გამოცდილება ლანდშაფტური პროექტის რეალიზაციაში

კურსი არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას.

კურსის პერიოდი

-

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

ლექტორები

დალი გორგიაშვილი
ფარნა მარღანია

სტუდენტების რაოდენობა

12 მონაწილე

ღირებულება

2100 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

სილაბუსი

ლექტორი

დალი გორგიაშვილი – აგრონომი 5 წელზე მეტი გამოცდილებით.

მისი საქმიანობა მოიცავს აგრონომიას, ნიადაგმცოდნეობას და ეკოლოგიურად მდგრადი მიწათმოქმედების პრაქტიკების კვლევასა და სწავლებას.

ჰიდროპონიკის სათბურში აგრონომის პოზიციაზე მუშაობის შემდეგ, კახეთში, Walnuts.ge-ში საველე აგრონომად აგრძელებდა საქმიანობას, სადაც ჩართული იყო ნიადაგის ნაყოფიერების მართვის, მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის პროცესში. აგრარული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წელი ამერიკის ფერმერულ მეურნეობაში იმუშავა, სადაც ადგილობრივ აგრობიზნესსა და ფერმერულ მმართველობის მოდელებს გაეცნო.

Plant School-ის დაარსებიდან აქტიურად იყო ჩართული მებაღეობის თეორიული კურსის შემუშავებაში და ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა ნიადაგმცოდნეობას, მცენარეთა ბიოლოგიასა და დაავადებების მართვის პრაქტიკებს.

ლექტორი

ფარნა მარღანია – ლანდშაფტის არქიტექტორი 10 წელზე მეტი გამოცდილებით. Shengelia Landscape Architects-ის თანადამფუძნებელი.

2017 წელს დააარსა Plant Shop, მცენარეების მაღაზია, რამაც საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებას. სწორედ აქედან წამოვიდა Plant School და Plant Camp-ის საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მიიღეს მებაღეობის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქნა Habitat – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დღეს ბუნების გარშემო მრავალფეროვან კურსებსა და ვორქშოპებს აერთიანებს.

ფარნას კარიერა მოიცავს მრავალ წარმატებულ პროექტს, მათ შორის 2024 წლის International Archi Award-ის გამარჯვებულად დასახელებულ საუკეთესო ლანდშაფტურ პროექტს.

ის აქტიურად მუშაობს ლანდშაფტური სივრცეების განვითარებაზე და საკუთარ ცოდნას სხვადასხვა ფორმატით უზიარებს საზოგადოებას.

რეგისტრაცია კურსზე