ბიოაქტიური ტერარიუმების შექმნა
გაინტერესებს როგორ მუშაობს პატარა ეკოსისტემა და როგორ შეიძლება მისი ხელოვნურად შექმნა? სამდღიან ვორქშოპზე, რომელიც ჰაბიტატში ჩატარდება, შეისწავლი ბიოაქტიური ტერარიუმების შექმნის პროცესს – ეკოლოგიის საფუძვლებიდან ცოცხალ ორგანიზმებთან პრაქტიკულ მუშაობამდე.
ვორქშოპის მონაწილეები ისწავლიან:
როგორ მუშაობს ეკოსისტემა და კვებითი ჯაჭვი
ბიოაქტიური ტერარიუმის შექმნის პრინციპებსა და ისტორიას
სხვადასხვა ეგზოტიკური ცხოველის (ამფიბიები, მწერები, ორწყვილფეხიანები, ქვეწარმავლები, რეპტილიები და სხვ.) მორფოლოგიასა და ეკოლოგიას
ტროპიკული მცენარეების შერჩევისა და გამოყენების წესებს
პრაქტიკულ ნაწილში თითოეული მონაწილე ააწყობს საკუთარ ტერარიუმს, რომელსაც სახლში წაიღებს. ერთობლივად შექმნილი ნამუშევრები კი ჰაბიტატის სივრცეში გამოიფინება.
ვისთვისაა ვორქშოპი?
მათთვის, ვისაც აინტერესებს ბიომრავალფეროვნება და ცოცხალი ორგანიზმები
ბუნებით ინსპირირებული არტისტებისა და დიზაინერებისთვის
ყველასთვის, ვისაც სურს პრაქტიკულად გამოცადოს ბუნებასთან ურთიერთობის განსხვავებული ფორმა
* ვორქშოპი არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას.
კურსის პერიოდი
17-18-19 ოქტომბერი (2 ღამე ჰაბიტატში)
ლოკაცია
ჰაბიტატი | ლაგოდეხი
ლექტორები
ანა მარგალიტაძე
ქეთი კვიციანი
მარიამ წულაია
სტუდენტების რაოდენობა
12 მონაწილე
ღირებულება
850 ლარი
ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
წამოიყვანე მეგობარი და ორივემ ისარგებლეთ 10%-იანი ფასდაკლებით
სილაბუსი
-
19:30 ჰაბიტატში განთავსება
20:00 ვახშამი
21:00 გაცნობითი პრეზენტაცია. მენტორების გამოცდილების შესახებ, ვორქშოპის გეგმა
-
ლექცია:
ეკოსისტემა და მისი ტიპები, კვებითი ჯაჭვი, ინვაზია.
ტერარიუმის შექმნის ისტორია, ტერარიუმის ტიპები, ხელსაწყოები და მასალები.
წარმოდგენილი ეგზოტიკური ცხოველების მორფოლოგია, ცხოვრების ციკლი, გამრავლება, კვების ბაზა, ეკოლოგია, ჰაბიტატი.
მცენარეები ბიოაქტიურ ტერარიუმში, მათი შერჩევის პრინციპები.
პრაქტიკული სამუშაო:
სხვადასხვა ტიპის ბიოაქტიური ტერარიუმების შექმნა
-
ლექცია:
ორწყვილფეხიანების ეკოლოგია, მორფოლოგია და როლი ბიოაქტიურ ტერარიუმში.
პრაქტიკული სამუშაო:
ინდივიდუალური ბიოაქტიური ტერარიუმების შექმნა.
ლექტორი
ანა მარგალიტაძე – ბიოლოგი და ბიოსპელეოლოგი
ანა 3 წელია მუშაობს ზოოლოგიის ინსტიტუტში ორწყვილფეხიანების (Diplopoda) ტაქსონომიის კვლევებზე, განსაკუთრებით მღვიმურ საეობებზე. მისი თანაავტორობით 2025 წელს გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღწერილია მეცნიერებისთვის ახალი 4 ორწყვილფეხიანის სახეობა.
მან ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ეკოლოგიაში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2024 წელს მონაწილეობდა მე-20 საერთაშორისო მირიაპოდოლოგიის კონგრესში.
ლექტორი
ქეთი კვიციანი – ეკოლოგი და არაფორმალური განათლების სპეციალისტი, რომელიც 2019 წლიდან საქმიანობს საგანმანათლებლო და ეკოლოგიის მიმართულებით. ამჟამად არის „ჰაბიტატის“ საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი, შპს „მიცელიუმის“ დამფუძნებელი, ასევე Plant Camp-ისა და საქართველოს ეკოლოგთა ასოციაციის (SEA) თანადამფუძნებელი და დირექტორი. მისი საქმიანობა აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვას, სამებაღეო პრაქტიკას და ეკოლოგიურ კონსულტაციებს.
ქეთიმ ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ეკოლოგიაში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2025 წელს ჩართული იყო ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე მტაცებელი ფრინველების (Neophron percnopterus, Gyps fulvus, Ciconia nigra) მონიტორინგში, ხოლო მისი მნიშვნელოვანი კვლევა ეხება საქართველოს მთიანი რეგიონების ეთნო–ფიტოეკოლოგიურ საკითხებს.
სწავლების გამოცდილება ქეთიმ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, ფრესქულის ფლორისტიკის მიმართულებით დაიწყო. მისი ინტერესის სფერო არის მცენარეთა ეკოლოგია, განსაკუთრებით დაინტერესებულია ეთნობოტანიკით. გარდა მცენარეთა ადგილობრივი სახეობებისა, კარგად იცნობს ეგზოტიკურ სახეობებსაც, ვინაიდან აქვს ტროპიკულ მცენარეებთან პრაქტიკული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ლექტორი
მარიამ წულაია – ზოოლოგიისა და ჰერპეტოლოგიის პრაქტიკოსი.
მარიამს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც ცხოველების მოვლასა და კვლევებში, ასევე საგანმანათლებლო პროექტებში. ამჟამად მუშაობს თბილისის ზოოპარკში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და პარალელურად გიდია და ცხოველების მომვლელი ეგზოტარიუმში.
მარიამი აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში – „მზიან სახლში“, World Vision-სა და Erasmus+-ის პროექტებში ატარებს ინტერაქტიულ ტრენინგებსა და ვორქშოფებს. მონაწილეობდა კაბოლის მღვიმეებში კვლევით ექსპედიციებში და 136 წითელმუცელა მცურავის (Dolichophis schmidti) აღმოჩენის პროცესში.
ის სერტიფიცირებული ექსტრემალური სპელეოგიდია და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ზოოლოგიის, ჰერპეტოლოგიისა და ენტომოლოგიის მიმართ. მარიამის მიზანია, ბუნების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებას გასაგებ და ინტერაქტიულ ფორმატში გაუზიაროს.