ლანდშაფტის დიზაინი
ლანდშაფტის დიზაინის საბაზისო კურსი გაძლევს შესაძლებლობას გადადგა პირველი ნაბიჯი შემოქმედებითი და მაღალანაზღაურებადი პროფესიისკენ. კურსის ფარგლებში მიიღებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გაიგებ, თუ როგორ შეიძლება ბაღის სწორად მოწყობა, ბუნებისა და არქიტექტურის შეთავსება და მცენარეების შერჩევა ისე, რომ სივრცე იყოს როგორც ფუნქციური ისე ესთეტიკური.
კურსის განმავლობაში თეორიულ ცოდნას პრაქტიკით გაამყარებ – ისწავლი ტერიტორიის აზომვას, გეგმის შედგენას და იდეის ვიზუალიზაციას. სწავლების ძირითადი თეორიული ნაწილი ჩატარდება თბილისში (6 შეხვედრა) ხოლო პრაქტიკული სამუშაოები მოეწყობა ჰაბიტატის კამპუსში (4 შეხვედრა), სადაც სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ რეალური პროექტის განხორციელების პროცესში.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:
ლანდშაფტის დიზაინის ნიმუშების შეფასებასა და ანალიზს
ლანდშაფტის სტილების განსხვავებასა და აღქმას
კომპოზიციის საფუძვლების დაუფლებას
პეიზაჟური ხედების მარტივი გრაფიკული ჩანახატების შექმნას
გრაფიკული ტექნიკების გამოყენებას იდეის განვითარებასა და ესკიზის შექმნისთვის
მცირე ზომის ტერიტორიის მარტივი ლანდშაფტის პროექტის შემუშავებას
ლანდშაფტის პროექტის დაგეგმვასა და ზედამხედველობას
კურსი განკუთვნილია ყველა მსურველისთვის და არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას.
თუ გაინტერესებს, გარე სივრცეების მოწყობის ხელოვნება, შემოგვიერთდი!
კურსის დასაწყისი
8 სექტემბერი - 27 სექტემბერი
(6 შეხვედრა თბილისში და 4 დღე ჰაბიტატში)
ლოკაცია და განრიგი
თბილისი | D-Block
სამშაბათი (19:00-21:30)
ხუთშაბათი (19:00-21:30)
შაბათი (14:00-17:00)
6 შეხვედრა
ჰაბიტატი | ლაგოდეხი
4 დღე (24-25-26-27 სექტემბერი)
ლექტორები
ნინო შენგელია
ფარნა მარღანია
სტუდენტების რაოდენობა
12 მონაწილე
ღირებულება
2200 ლარი
ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
სილაბუსი
-
• ლანდშაფტის განსაზღვრა. რა არის ლანდშაფტი
• ლანდშაფტის არქიტექტურის მოქმედების არეალი
• განსხვავება ლანდშაფტის არქიტექტორსა და დიზაინერს შორის
• მსოფლიო ივენთები და კონკურსები ლანდშაფტის დიზაინის სფეროში
• პრაქტიკული სამუშაო
-
• ბაღების ისტორია და ძირითადი სტილები
• ბაღის კომპონენტები: Hardscape, Landscape
• პრაქტიკული სამუშაო
• საშინაო დავალება
-
• კომპოზიციის პრინციპები და მცნებები
• ლანდშაფტის დიზაინის ძირითადი მხატვრული ხერხები
• პრაქტიკული სამუშაო
• საშინაო დავალება
-
• როგორ შევადგინოთ ბრიფი
• წინასაპროექტო კვლევები
• ტერიტორიის ნახაზი. ტრიანგულაციის მეთოდი
• ტოპოგეგმა
• ფუნქციური ზონების განსაზღვრა
• პრაქტიკული სამუშაო
• საშინაო დავალება
-
• მცენარეთა ჯგუფები გარეგნული თვისებების მიხედვით
• ბალახოვანი მცენარეები
• ბუჩქები, ხეები, მცოცავები
• ვარდები, ნიადაგსაფარები, წყლის მცენარეები
• პრაქტიკული სამუშაო
• საშინაო დავალება
-
• ძირითადი კომპონენტების განაწილება
• მცენარეების მოცულობით-სივრცობრივი მახასიათებლები
• მუდბორდის შექმნა
• პრაქტიკული სამუშაო
• საშინაო დავალება
-
თეორია
მცენარეთა შერჩევის სხვადასხვა კრიტერიუმი
კლიმატი და ბუნების ფაქტორები
ჰაბიტატის ლანდშაფტის და ადგილობრივი კლიმატის და ფლორის თავისებურების გაცნობა და გააზრება
ჰაბიტატის ლანდშაფტის პროექტის გაცნობა
პრაქტიკა
ფინალურ პროექტზე მუშაობა
-
პრაქტიკა
სანერგეს მცენარეების დათვალიერება და შესწავლა (1 ნაწილი)
ჰაბიტატის ლანდშაფტის პროექტის გაცნობა
ტერიტორიის დაკვალვა პროექტის მიხედვით (ლანდშაფტის კომპონენტები)
გეოპლასტიკა
ნიველირის გამოყენება პრაქტიკაში (ვერტიკალური ნიშნულები)
ფინალურ პროექტზე მუშაობა
-
პრაქტიკა
სანერგეს მცენარეების გაცნობა და შესწავლა (მე 2 ნაწილი)
ჰაბიტატის ბაღის ფრაგმენტის განხორციელება
ფინალურ პროექტზე მუშაობა
-
გაზონი. ტიპები. აგროტექნიკა. მოვლა
ინჟინრული ქსელები
ბიუჯეტის განსაზღვრა
ლანდშაფტის პროექტის შემადგენლობა
ლანდშაფტის განხორციელების მენეჯმენტი
პრეზენტაცია
ფინალური პროექტის წარდგენა
ლექტორი
კურსს გაუძღვება ნინო შენგელია – ლანდშაფტის არქიტექტორი 25 წლიანი გამოცდილებით. ის „საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტურის და ეკოლოგიის ასოციაციის“ (AGLAE) დამფუძნებელი და პრეზიდენტია, ასევე Plant Shop-ის, Plant School-ის, Habitat-ის და Shengelia Landscape Architects-ის თანადამფუძნებელი.
ნინო მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია, მათ შორის: მთაწმინდის პარკის ლანდშაფტის რედიზაინი (2007), მუსიკალური დრამის თეატრის ბაღი (2006), შატო მუხრანის ლანდშაფტის კონცეფცია და ბაღების რეალიზაცია (2017-დღემდე). მისი პორტფოლიო მრავალ კერძო ბაღს მოიცავს. ნინოს ნამუშევრები არაერთხელ არის აღიარებული და ის ArchiAward კონკურსის 4 მთავარი პრიზის მფლობელია.
ლექტორი
ფარნა მარღანია – ლანდშაფტის არქიტექტორი 10 წელზე მეტი გამოცდილებით. Shengelia Landscape Architects-ის თანადამფუძნებელი.
2017 წელს დააარსა Plant Shop, მცენარეების მაღაზია, რამაც საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო მიმართულების განვითარებას. სწორედ აქედან წამოვიდა Plant School და Plant Camp-ის საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მიიღეს მებაღეობის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნა. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქნა Habitat – საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დღეს ბუნების გარშემო მრავალფეროვან კურსებსა და ვორქშოპებს აერთიანებს.
ფარნას კარიერა მოიცავს მრავალ წარმატებულ პროექტს, მათ შორის 2024 წლის International Archi Award-ის გამარჯვებულად დასახელებულ საუკეთესო ლანდშაფტურ პროექტს.
ის აქტიურად მუშაობს ლანდშაფტური სივრცეების განვითარებაზე და საკუთარ ცოდნას სხვადასხვა ფორმატით უზიარებს საზოგადოებას.
ნამუშევრები