ჰერბარიუმების შექმნის ხელოვნება
გაინტერესებს მცენარეთა უნიკალური სამყაროს გაცნობა და მათი ხელოვნებად გარდაქმნა? ჩვენს 3-დღიან ვორქშოპში შეისწავლით ჰერბარიუმის შექმნის სრულ პროცესს – მცენარეთა ბიოლოგიიდან კომპოზიციის საბოლოო ფორმირებამდე.
საველე გასვლებისას, გაეცნობით მცენარეთა შეგროვებისა და კონსერვაციის საფუძვლებს. ვორქშოპის განმავლობაში იმუშავებთ ესთეტიკური კომპოზიციების შექმნაზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ინდივიდუალურ ნამუშევრებს მონაწილეები სახლში წაიღებენ, ხოლო ჯგუფური ნამუშევარი ჰაბიტატის სივრცეში გამოიფინება.
რას ისწავლი?
ბოტანიკის საფუძვლებს და ჰერბარიუმის ისტორიას
მცენარეების შეგროვების და კონსერვაციის მეთოდებს
სწორი გაშრობის პროცესს და ჰერბარიუმის შექმნის ტექნიკებს
კომპოზიციების შექმნის პრინციპებს
ვისთვისაა კურსი?
მათთვის, ვისაც აინტერესებს ბოტანიკა და მცენარეების შემოქმედებითი გამოყენება
არტისტებისთვის და დიზაინერებისთვის, ვისაც აინტერესებს ბუნებრივ მასალებთან მუშაობა
კურსი არ მოითხოვს წინასწარ მომზადებას.
კურსის პერიოდი
15-16-17 მაისი (3 დღე ჰაბიტატში)
ლოკაცია
ჰაბიტატი | ლაგოდეხი
ლექტორები
ნინიკო ბიწაძე
ნიტა ერისთავი
ღირებულება
950 ლარი
ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
სტუდენტების რაოდენობა
12 მონაწილე
სილაბუსი
-
მცენარეთა საბაზისო ბიოლოგია, სასიცოცხლო ციკლი და ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰერბარიუმის მასალის შეგროვებასა და მათ კონსერვაციაზე
ჰერბარიუმის წარმოშობა და განვითარების ეტაპები
-
საველე პრაქტიკული ლექცია
ჰერბარიუმის მასალის შეგროვება და კონსერვაცია
ადგილობრივი მცენარეთა მრავალფეროვნების გაცნობა
მცენარეების ფორმის შენარჩუნების მეთოდები
მცენარის სწორად გაშრობა: სხვადასხვა ტიპის ყვავილის და ფოთლის გამოშრობის თავისებურებები
მოსალოდნელი რისკები და გასათვალისწინებელი ფაქტორები
ინდივიდუალური საშრობების გამოყენებით მცენარის გამოშრობის ყველა საფეხურის პრაქტიკულად შესწავლა
-
გამომშრალი მცენარეებისგან კომპოზიციების შექმნა
პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით ნამუშევრის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების მნიშვნელობის დეტალურად განხილვა: ფერი, ფორმა, ფაქტურა, სწორად შერჩეული ჩარჩო და ა.შ.
ლექტორი
ნინიკო ბიწაძე – ხელოვნებათმცოდნე, ჰერბარიას თანადამფუძნებელი.
ნინიკოს აქვს თანამშრომლობის გამოცდილება გამწვანების მიმართულებით, ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ეზო ფესტივალი, 4GB ფესტივალი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსი „ბუკნარი“, სხვადასხვა სასტუმროები და კაფე-რესტორნები.
ჰერბარიუმებისთვის მცენარეების შესაგროვებლად მოგზაურობს საქართველოს ყველა რეგიონში, რაც მისი ნამუშევრების უნიკალურობას განაპირობებს.
ჰერბარიას პირველი გამოფენა მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ქართული ბუნების მრავალფეროვნების წარმოსაჩენად.
ლექტორი
ნიტა ერისთავი – აგრონომი 7 წლიანი გამოცდილებით. ჰერბარიას თანადამფუძნებელი.
ნიტა არის პროექტის მენეჯერი ივრის ფერმებში (Iori Farms) და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მცენარეთა ბიოლოგიასა და თანამედროვე აგრონომიულ პრაქტიკებში. მისი კარიერა მოიცავს თანამშრომლობას ისეთ პროექტებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა Plantshop fabrika, Udabno, Nogaltec Ingenieros, Herbaria და Iori Farms.
ნიტა ასწავლიდა Plant School-ში ფიტოპათოლოგიას და ნიადაგმცოდნეობას ასევე აქვს პედაგოგიური გამოცდილება აგრო საკონსულტაციო კომპანიასა და ჰერბარია-ში.
ლექტორების ნამუშევრები