ჰაბიტატის ბანაკი
Habitat Camp

ჰაბიტატის ბანაკი არის ადგილი, სადაც ყოველი დღე ნამდვილი თავგადასავალია.

მონაწილეებს ელოდებათ თანატოლებთან ერთად გატარებული აქტიური დღეები და გამოცდილებები, რომლებიც ახალ მეგობრობებსა და დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის.

მონაწილეები 7 დღის განმავლობაში იცხოვრებენ ჰაბიტატის კამპუსში, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის ძირში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებთან მდებარეობს. 

ბანაკის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული, შემოქმედებითი და საველე აქტივობები. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, ჩაერთონ ბოსტნეულის მოვლაში, საკუთარი ხელით შექმნან ბუნებრივი მასალებისგან სხვადასხვა საინტერესო ნივთები და წავიდნენ შემეცნებით ლაშქრობებში წინასწარ დაგეგმილ უსაფრთხო მარშრუტებზე.

ჰაბიტატის ბანაკის გუნდში დაგხვდებიან:

  • გამოცდილი ლიდერები, რომლებიც ზრუნავენ კომფორტულ გარემოზე თითოეული მონაწილისთვის;

  • პედიატრი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს მონაწილეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას;

  • მზარეული, რომელიც ყოველდღიურად უზრუნველყოფს გემრიელ და ჯანსაღ კვებას. 

ბანაკი ტარდება მცირე ჯგუფებში, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეულ მონაწილეს მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ და ინდივიდუალური მხარდაჭერა გამოვხატოთ.


რას ისწავლი?

  • გაიცნობ მცენარეებს, ფრინველებს, მწერებს და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს და ისწავლი მათზე ზრუნვას.

  • გაიგებ ყველაფერს ბუნების სტიქიების შესახებ

  • წახვალ შემეცნებით ლაშქრობებზე 

  • ისწავლი გარემოზე დაკვირვებას

  • შექმნი საინტერესო ნივთებს ბუნებრივი მასალებისგან

 ვისთვის არის ბანაკი?

  • 12-17 წლამდე ასაკის ყველა იმ მოზარდისთვის, ვისაც უყვარს ბუნება და აინტერესებს მცენარეების, მწერების, ფრინველების და სხვა ცოცხალი ორგანიზმების სამყარო.

კურსის პერიოდი

2-8 ივლისი (7 დღე)

მონაწილეების ასაკი

12 – 17 წელი

მონაწილეების რაოდენობა

16 მონაწილე

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

ბანაკის გუნდი

ლიდერები
 ანა ხიჯაკაძე, ლაშა ხიჯაკაძე, მალი ბერიძე

პედიატრი და კოორდინატორი
გიორგი ბაშელეიშვილი

პროგრამის ხელმძღვანელი
ქეთი კვიციანი

ღირებულება

1500 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის ბანაკის ღირებულებაში

გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად:
1. პირველი ნაწილი — რეგისტრაციის შემდეგ.
2. მეორე ნაწილი — 20 ივნისამდე.

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის -10%

პროგრამა

    • გაცნობითი თამაშები

    • ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების გაცნობა

    • შემოქმედებითი აქტივობა ბუნებრივი მასალის გამოყენებით

    • ბუნების სტიქიები

    • დოკუმენტური ფილმი

  • მიწის სტიქია

    • საველე გასვლა: ადგილობრივი მცენარეების გაცნობა

    • ვორქშოპი: იაპონური კოკედამების დამზადება

    • პრაქტიკული სამუშაო: ბოსტნეულის მოვლა

    • სამაგიდო თამაშები

    • დოკუმენტური ფილმი

    • ლაშქრობა მაჭის ციხის ბილიკზე

    • დოკუმენტური ფილმი

  • წყლის სტიქია

    • საველე გასვლა მდინარეზე 

    • წყლის ციკლი, მდინარეების დაბინძურება, წყალში არსებული ცოცხალი ორგანიზმები

    • ვორქშოპი: ტროპიკული ტერარიუმის შექმნა

    • შემოქმედებითი აქტივობა ბუნებრივი მასალის გამოყენებით

    • დოკუმენტური ფილმი

  • ჰაერის სტიქია

    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფრინველებისა და მწერების შესახებ

    • საველე გასვლა: ფრინველებსა და მწერებზე დაკვირვება 

    • ვორქშოპი: საკვებურების მოწყობა

    • შემოქმედებითი აქტივობა ბუნებრივი მასალის გამოყენებით

    • დოკუმენტური ფილმი

  • ცეცხლის სტიქია

    • ვორქშოპი: მზის დამჭერის დამზადება

    • ვორქშოპი: ჰერბარიუმის პოსტერის დამზადება

    • კარნავალი

    • მუსიკალური საღამო კოცონის გარშემო

    • გამოსამშვიდობებელი თამაშები

    • ბანაკის შეჯამება

ბანაკის ლიდერი

ანა ხიჯაკაძე

ანას აქვს ბავშვებთან მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, სკოლასა და ბანაკებში.
ამჟამად მუშაობს „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ფლორისტიკის პედაგოგად და აქტიურად არის ჩართული შემეცნებით, საგანმანათლებლო და სათავგადასავლო პროგრამებში.

ბანაკებში ის გეგმავს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ქმნის შინაარსიან, დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. აქვს მონაწილეობა მიღებული პროფესიულ და შემოქმედებით ღონისძიებებში, გავლილი აქვს ტრენინგები ბავშვებთან მუშაობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

მისთვის ბავშვებთან და ბუნებასთან მუშაობა არამხოლოდ პროფესიული, არამედ ღრმა პირადი ინტერესიც არის — ის ყოველი შეხვედრისა და აქტივობის არსს სიღრმისეულად უდგება და ზრუნავს, რომ ეს გამოცდილება მოზარდებისთვის დასამახსოვრებელი და პოზიტიური იყოს.

ბანაკის ლიდერი

ლაშა ხიჯაკაძე

ლაშა ხიჯაკაძეს 2017 წლიდან აქვს გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში როგორც სკოლაში, ისე ბანაკებსა და საგანმანათლებლო პროექტებში. ის ასწავლის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში და იყო ლიდერი ისეთ ბანაკებში, როგორიცაა Hogsmead, Ambavi, მწვანე ბანაკი, ნუნისის და ბაკურიანის ბანაკები. უძღვებოდა შემოქმედებით ტრენინგებსა და თამაშებზე დაფუძნებულ აქტივობებს 7-14 წლის ბავშვებისთვის.

თანამშრომლობდა ორგანიზაციებთან: აინშტაინის სკოლა, კანტის აკადემია, ჰოლოზეუმი და სხვა.
ლაშამ დაამთავრა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი SANGU-ში. მას გავლილი აქვს ტრენინგები: IB PYP, ქცევის მართვის და ტრენერთა ტრენინგი.

მისი ინტერესებია კრეატიული მუშაობა, ინტერაქციული სწავლება და ბუნებასთან დაკავშირებული აქტივობები. განსაკუთრებულ მიღწევად თვლის კანტის აკადემიაში ჩატარებულ ტრენინგების სერიას ბავშვების იდენტობასა და თვითშეფასებაზე.

ამჟამად მუშაობს ინტერაქციულ საბავშვო წიგნზე პიროვნული განვითარების თემაზე და მიაჩნია, რომ სწავლა უნდა ხდებოდეს ინტერესით, თავისუფალ და სანდო გარემოში.

ბანაკის ლიდერი

მალი ბერიძე

მალის აქვს სამწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო და შემეცნებით ბანაკებსა და პროგრამებში ლიდერის პოზიციაზე.

მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს ეკოლოგიურ განათლებას, ბუნებრივ მასალებზე დაფუძნებულ ხელოვნებას, გუნდური მუშაობის განვითარებასა და სათავგადასავლო აქტივობებს. გამოირჩევა მეგობრული, ინკლუზიური და დამხმარე მიდგომით, რაც ხელს უწყობს მოზარდების ჩართულობას, ჯგუფური დინამიკის ჩამოყალიბებას და ბუნებასთან კავშირის გაღრმავებას.

პედიატრი და კოორდინატორი

გიორგი ბაშელეიშვილი

გიორგის 12 წლიანი გამოცდილება აქვს ბავშვებთან მუშაობის სფეროში, მათ შორის კლინიკურ გარემოში — როგორც პედიატრს — და საზაფხულო ბანაკებში, უკრაინაში. ის აქტიურად იყო ჩართული საბავშვო ჯგუფებთან როგორც ლიდერი და აქვს მრავალფეროვან გუნდებთან და პროექტებთან მუშაობის გამოცდილება.

გიორგის აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი. ამის გარდა, მან გაიარა კლინიკური ორდინატურა ზოგად პედიატრიაში შუპიკას სახელობის აკადემიაში (კიევი, უკრაინა) და სარეზიდენტო პროგრამა “პედიატრია” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

ასევე, მას გავლილი აქვს ტრენინგი Pediatric Advanced Life Support (PALS), რომელიც ჩატარდა American Heart Association-ის (AHA) მიერ.

მისი ინტერესები ბავშვთა განვითარებასა და კვებას მოიცავს. გამოირჩევა სტაბილური და მშვიდი მიდგომით, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობით და გუნდის შიგნით ეფექტური პროცესების ფორმირებით. პროფესიულ საქმიანობაში გიორგიმ შექმნა და წარმატებით დანერგა სახელმძღვანელოები და პროტოკოლები საერთაშორისო აკრედიტაციისთვის (Joint Commission International).

ბანაკებში მოზარდებთან მუშაობისას, ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას, ზრუნვას და ინტერესზე დამყარებულ სწავლებას.

რეგისტრაცია ბანაკში