მებაღეობა

ორგანული ბოსტანი

საქართველოს კლიმატური პირობები და ნაყოფიერი ნიადაგი იდეალურ საფუძველს ქმნის ორგანული ბოსტნების შესაქმნელად. თუ ამ პროცესს მეცნიერულად მივუდგებით, შეგვიძლია ეფექტურად დავგეგმოთ და ვმართოთ ორგანული მეურნეობა და მივიღოთ ჯანსაღი პროდუქტი.

ჰაბიტატის კურსი „მებაღეობა - ორგანული ბოსტანი“ განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და ეკო-მეგობრული მეთოდებით შექმნას საკუთარი მეურნეობა. კურსი ეფუძნება რეგენერაციული მეთოდების გამოყენებით ბოსტნეულის გაზრდას, რაც დადებითად აისახება გარემოზე, პროდუქტზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე.

კურსის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან ორგანული მეურნეობის დაგეგმარებას, ნიადაგის ეკოლოგიასა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობას. სტუდენტები პროფესიონალი ლექტორების დახმარებით მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც დაეხმარებათ მათ ჯანსაღი და მდგრადი ბოსტნის შექმნაში.


რას ისწავლი?

  • ორგანული მეურნეობის პრინციპებს

  • ჩითილების გამოყვანის ტექნიკებსა და სარწყავი სისტემის მონტაჟს

  • ნიადაგის ეკოლოგიას და კომპოსტირებას

  • მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის მეთოდებს და ბიოაგენტების ამოცნობას

როგორ მიმდინარეობს სწავლება?

კურსი მოიცავს თეორიულ სესიებსა და ყოველდღიურ პრაქტიკულ სამუშაოებს

კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ:

  • დაგეგმო და გააშენო ორგანული ბოსტანი.

  • გაზარდო ჯანსაღი ბოსტნეული.

  • მართო ეკოლოგიური მიდგომების გამოყენებით მეურნეობაში არსებული გამოწვევები.

  • გამოიყენო ბიომეურნეობის პრინციპები ყოველდღიურ პრაქტიკაში.

 ვისთვის არის ეს კურსი?

  • მათთვის, ვისაც სურს ორგანული მებაღეობის პრაქტიკაში გამოყენება. 

  • ვისაც უნდა, რომ მომავალი საქმე ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს დაუკავშიროს.

  • აგროეკოლოგიით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

  • ვისაც სურს ჯანსაღი პროდუქტების მოყვანა ეკო-მეგობრული მეთოდების გამოყენებით.

 კურსი არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას.

კურსის პერიოდი

19-20-21-22 ივნისი (4 დღე)

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

ლექტორები

დალი გორგიაშვილი
ელენე ჩიქოვანი
ნინო მაისურაძე

სტუდენტების რაოდენობა

12 მონაწილე

ღირებულება

1200 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

Early bird: 10%-იანი ფასდაკლება 31 მაისამდე შეძენის შემთხვევაში.

სილაბუსი

    • ორგანული მეურნეობა, მისი პრინციპები და ტრადიციულ მეურნეობასთან შედარება.

    • ორგანული მეურნეობის როლი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.

      Fao Training

    • სასურსათო პროდუქტების განხილვა ნუტრიციოლოგიურ ჭრილში.

    • სურსათში შემავალი საკვები ელემენტების ფუნქციები და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

      პრაქტიკული სამუშაო: ბოსტნის მოწყობა.

  • Fao Training

    • ჯანსაღი ჩითილების გამოყვანისთვის აუცილებელი პირობები.

    • თესლის შერჩევის მნიშვნელობა.

    • სუბსტრატისა და კასეტების სწორად შერჩევა.

    • ჩითილების მოვლის ტექნიკები.

    • წყლის რესურსების მართვის ძირითადი ტექნიკები.

    • სუფთა წყლის გამოყენების მნიშვნელობა.

    • საირიგაციო სისტემის მონტაჟის წესები.

      პრაქტიკული სამუშაო: ბოსტნეულის დათესვა სხვადასხვა მეთოდებით, ჩითილების გადარგვა ბოსტანში, სარწყავი მილების გაშლა, გახვრეტა და ონკანების დამონტაჟების პროცესი.

    • ნიადაგის ეკოლოგია და მისი მნიშვნელობა.

    • მიკროორგანიზმების როლი ნივთიერებათა წრებრუნვაში.

    • სასარგებლო ბაქტერიები და სოკოები, ნიადაგის ორგანული ნაწილი.

    • ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.

      Fao Training

    • რა გავლენა აქვს მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტს ან სიჭარბეს სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განვითარებისას.

    • კომპოსტირება.

      პრაქტიკული სამუშაო: კომპოსტის გროვის გაკეთების დემონსტრაცია სხვადასხვა მასალის გამოყენებით.

    • შერეული თესვა, სიდერაცია და მულჩირება.

    • ბოსტანში გავრცელებული დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობა.

    • ბიოსასუქები, ბიოპესტიციდები და ბიოსტიმულატორები.

      Fao Training 

    • მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის ბიოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური და აგრონომიული მიდგომები.

      პრაქტიკული სამუშაო: ფერომონებისა და სტიკერების მუშაობის მექანიზმის განხილვა და მათი ადგილზე მონტაჟის დემონსტრირება; მულჩირება; ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ლექტორი

დალი გორგიაშვილი – აგრონომი 5 წელზე მეტი გამოცდილებით.

მისი საქმიანობა მოიცავს აგრონომიას, ნიადაგმცოდნეობას და ეკოლოგიურად მდგრადი მიწათმოქმედების პრაქტიკების კვლევასა და სწავლებას.

ჰიდროპონიკის სათბურში აგრონომის პოზიციაზე მუშაობის შემდეგ, კახეთში, Walnuts.ge-ში საველე აგრონომად აგრძელებდა საქმიანობას, სადაც ჩართული იყო ნიადაგის ნაყოფიერების მართვის, მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის პროცესში. აგრარული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი წელი ამერიკის ფერმერულ მეურნეობაში იმუშავა, სადაც ადგილობრივ აგრობიზნესსა და ფერმერულ მმართველობის მოდელებს გაეცნო.

Plant School-ის დაარსებიდან აქტიურად იყო ჩართული მებაღეობის თეორიული კურსის შემუშავებაში და ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა ნიადაგმცოდნეობას, მცენარეთა ბიოლოგიასა და დაავადებების მართვის პრაქტიკებს.

ლექტორი

ელენე ჩიქოვანი — ნუტრიციოლოგიისა და სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.

ელენე მუშაობდა ისეთ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან, როგორებიცაა FAO, Carrefour და Goodwill.

ის მუშაობს საკონსულტაციო კომპანია Food Safety Alliance-ში. გარდა ამისა, ელენე დამოუკიდებლად ატარებს ტრენინგებს კვების მიმართულებით და ფლობს NASM-ისა და მდგრადი ნუტრიციოლოგიის სერტიფიკატებს.

ელენე, აქტიურად მუშაობს სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვაზე სხვადასხვა ტიპის საწარმოში და ხელს უწყობს ჯანსაღი კვების პრაქტიკის პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიისთვის.

ლექტორი

ნინო მაისურაძე — აგრონომი და მონიტორინგის ოფიცერი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO).

ნინო საქმიანობს მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროში. იგი ატარებს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ჩითილების წარმოება, კომპოსტირება, მცენარეთა დაცვა და კვება, წყლის მართვა, საირიგაციო სისტემები, კლიმატგონივრული პრაქტიკა და სურსათის უვნებლობა.

ნინოს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში (CaBOL, აზიური ფაროსანას კვლევა).

მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალთა საველე ფერმერული სკოლების ხელმძღვანელობაა — ინიციატივა, რომელიც სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლებას, თანამედროვე აგრარული ცოდნის გაზიარებასა და სოფლის მეურნეობაში მათი აქტიური ჩართულობის მხარდაჭერას ემსახურება.

რეგისტრაცია კურსზე