სოკოები

სოკო იყო ერთ-ერთი პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ხმელეთზე გადმოვიდა.  მან დაშალა ქანები, შექმნა ნიადაგი, მოამზადა გარემო სხვა სიცოცხლისთვის და გააბა კავშირები ბუნების სხვადასხვა წევრს შორის.

სოკო არა მარტო ცხოვრობს ბუნებაში — ის თავად ქმნის ბუნების ქსელს.

ჰაბიტატის სოკოების სამდღიან პრაქტიკულ კურსზე, რომელიც ლაგოდეხში ჰაბიტატის სივრცეში ჩატარდება, გაეცნობი სოკოების ჯადოსნურ სამყაროს, შეისწავლი სოკოს ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და მისი კულტივაციის მეთოდებს. ასევე გაივლი სოკოების დათესვის პრაქტიკას და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე დაესწრები საველე გასვლას, სადაც ისწავლი სოკოების ამოცნობას.

პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში შენ მიერ დათესილ მიცელიუმს სახლში წაიღებ და შეძლებ მისი ზრდის პროცესის დაკვირვებას.

კურსის ბოლოს გაიგებ, როგორ გამოიყენება მიცელიუმი ინოვაციურ და ეკოლოგიურად მდგრად კონტექსტში – როგორც საკვები პროდუქტი და ბიომასალა.


რას ისწავლი?

  • სოკოს კულტივაციის სხვადასხვა მეთოდებს

  • სოკოს ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ძირითად საკითხებს

  • საკვები სოკოების იდენტიფიკაციასა და სწორი მეთოდებით მოპოვებას

  • მიცელიუმის გამოყენების ეკოლოგიურ და პრაქტიკულ გზებს

ვისთვისაა კურსი?

  • მათთვის, ვისაც სოკოს კულტივაციის პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურს

  • ვისაც სურს მეტი გაიგოს სოკოების ეკოლოგიასა და კომუნიკაციურ ფუნქციებზე

  • ბუნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ვისაც სურს სოკოების ამოცნობა და მოპოვება

კურსის პერიოდი

პირველი ეტაპი: 13–14–15 ივნისი

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

სტუდენტების რაოდენობა

12 მონაწილე

ლექტორები

სანდრო შანიძე
არჩილ ყველაშვილი

ღირებულება

950 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის კურსის ღირებულებაში

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

სილაბუსი

  • სოკოების სამყაროს გაცნობა

    • ლექცია: სოკოს მორფოლოგია, ბიოლოგია და ეკოლოგია

    • საველე გასვლა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

      *ადგილობრივი მიკოლოგიური მრავალფეროვნება

      *საკვები სოკოების ამოცნობა და მოპოვება

      *ჩანაწერების გაკეთება და ნიმუშების აღება

    • პრაქტიკული სამუშაო: ტემპეს დათესვა

  • სოკოს კულტივაცია

    • ლექცია: სოკოს კულტივაციის მეთოდები

    • ლექცია: სოკოს კვებითი და სამედიცინო ღირებულება

    • პრაქტიკული სამუშაო: მიცელიუმის დათესვა სუბსტრატსა და ხის მორებზე

    • დოკუმენტური ფილმი

  • ინოვაცია და ეკოსისტემური როლი

    • ლექცია: სოკოს როლი ეკოსისტემაში და აგროკულტურაში

      *მიცელიუმი, როგორც ცხოველური პროდუქტების ალტერნატივა

      *სიმბიოზი მცენარეებთან

      *ნიადაგის ნაყოფიერება და მიკორიზული სოკოები

    • ტემპეს დაგემოვნება

    • კურსის შეჯამება და სერტიფიკატების გადაცემა

ლექტორი

სანდრო შანიძე – აგრარული მეცნიერებების მაგისტრი, მიკოლოგი.

სანდროს მიკოლოგიაში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს თანამშრომლობას აგრარული უნივერსიტეტის მიკოლოგიის ლაბორატორიასთან, „ელკანას“ მცენარეთა დაცვის პროექტთან, ასევე მიკოფერმერულ ინიციატივებთან, როგორიცაა მესოკოვეობის სტარტაპი „სოკო მოკო“ და საკვები ობის სოკოს კულტივაციის პროექტი „ტემპე მოკო“.

მისი კვლევითი ინტერესებია სოკოსა და მცენარის სიმბიოზი, საკვები სოკოების ინოვაციურ გამოყენება და საქართველოში ობის კულტურების განვითარება. ის არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

ლექტორი

არჩილ ყველაშვილი – ეკოლოგი, ბოტანიკოსი.

არჩილს ბოტანიკისა და ეკოლოგიის სფეროში მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტია და მონაწილეობს სხვადასხვა კვლევით პროექტში, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და GIZ-ის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივებში.

მისი კვლევითი ინტერესებია მაკროსოკოების მრავალფეროვნება, ფიტოსოციოლოგია, ფიტოგეოგრაფია და კავკასიის ტყეების ეკოლოგია. არჩილმა გამოავლინა საქართველოსთვის ახალი მაკროსოკოების სახეობები, რომელიც გამოქვეყნდება ოფიციალური პუბლიკაციების სახით.

რეგისტრაცია კურსზე