ექსპედიცია:
ირმების მყვირალობა
ექსპედიცია: ირმების მყვირალობა არის უნიკალური შანსი იმოგზაუროთ ირმების ბუნებრივ ჰაბიტატში, საკუთარი თვალით იხილოთ და მოისმინოთ ბუნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენა — კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus) მყვირალობა. ეს არის უნიკალური სანახაობა ველურ ბუნებაში, სადაც ხარ-ირმები საკუთარი ხმით და ხეებზე რქების ხახუნით საზღვრავენ ტერიტორიებს, კონკურენციის შემთხვევაში კი შედიან ორთაბრძოლაში მეტოქე ხარ-ირმებთან და რქებით იბრძვიან ტერიტორიებისა და ფურ-ირმების ჯგუფის, ანუ ჰარემის მოსაპოვებლად.
რა გელის ექსპედიციაში?
პირველ დღეს ექსპედიციის მონაწილეები დაბანაკდებიან ჰაბიტატის კამპუსში, სადაც გაეცნობიან ექსპედიციის გეგმას და მოისმენენ პრეზენტაციას კეთილშობილი ირმების ქცევისა და სალაშქრო მარშუტის შესახებ.
მეორე დღეს ჯგუფი გაემგზავრება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბილიკზე, გაივლიან 11.5 კმ-ს და მივლენ ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარ „მეტეო“-სთან. აქედან იწყება მთავარი თავგადასავალი — ირმების მყვირალობის მოსმენა და მათი ქცევის დაკვირვება.
მესამე დღეს ჯგუფი დარჩება მეტეოს ტერიტორიაზე და მთელი დღის განმავლობაში ჩაუტარდება სხვადასხვა გასვლითი აქტივობები: ირმებზე, ჯიხვებსა და ფრინველებზე დაკვირვება და ამის ფოტოთი აღბეჭდვა.
მეოთხე დღეს მონაწილეები კამპუსში დაბრუნდებიან, ექსპედიცია დასრულდება მეგობრული ვახშმით.
მეხუთე დღეს საუზმის შემდეგ, მონაწილეები გამოემგზავრებიან თბილისში.
ვინ გაუძღვება ექსპედიციას?
ექსპედიციას გაუძღვება პროფესიონალი გიდი, ეკოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი – ნიკა ქერდიყოშვილი.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ექსპედიცია შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს ბუნება და მზად არის გამოწვევებით სავსე ლაშქრობისთვის. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ლაშქრობის მინიმალური გამოცდილება.
* ჰაბიტატის ექსპედიციის მიზანია ველური ბუნების პოპულარიზაცია და მისი შესწავლა სათავგადასავლო, საგანმანათლებლო და სახალისო გზებით.
ექსპედიციის პერიოდი
თარიღი: 9-13 ოქტომბერი
ლოკაცია
ჰაბიტატი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები: ალპური ზონა
გიდი
ნიკა ქერდიყოშვილი
მონაწილეების რაოდენობა
12
ლაშქრობის სირთულე
რთული
ღირებულება
1400 ლარი
ღირებულებაში შედის
ტრანსპორტირება
განთავსება ჰაბიტატში (2 ღამე)
კარვები / მეტეოში განთავსება
კვება სრულად
გიდის მომსახურება
ცხენები (მძიმე ტვირთისთვის)
ინვენტარი (ბინოკლი, ტელესკოპი)
პირველადი დახმარების ნაკრები
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
-15% ფასდაკლება მეგობრებისთვის.
განრიგი
-
17:00 ტრანსპორტირება თბილისიდან
19:30 ჰაბიტატში ჩასვლა და კამპუსში განთავსება
20:00 ვახშამი
21:00 პრეზენტაციაკეთილშობილიირმისშესახებ, ექსპედიციისგეგმისგაცნობა
-
07:00 საუზმე
08:00 ტრანსპორტირება ვიზიტორთა ცენტრამდე (20წთ მანქანით)
08:30 რეგისტრაცია და ბილიკზე სიარულის დაწყება
13:00 სადილი ტყეში
17:00 დაბანაკება ტურისტულ თავშესაფარში “მეტეო”
18:00 ვახშამი
20:00 ირმების მყვირალობის მოსმენა
-
გასვლითი აქტივობები
09:00 საუზმე
გასვლითი აქტივობები
14:00 სადილი
გასვლითი აქტივობები
20:00 ვახშამი
-
09:00 საუზმე და მომზადება
11:00 “მეტეოდან” წამოსვლა
14:00 სადილი ტყეში
17:00 ვიზიტორთა ცენტრში ჩამოსვლა
17:30 ტრანსპორტირება ვიზიტორთა ცენტრიდან ჰაბიტატამდე
19:00 ვახშამი
20:00 გამგზავრებათბილისში
-
10:00 საუზმე
12:00 გამგზავრება ჰაბიტატიდან
გიდი
ნიკა ქერდიყოშვილი
ნიკა ქერდიყოშვილი არის ზოოლოგი, პროფესიონალი გიდი და ველური ბუნების მკვლევარი 14-წლიანი გამოცდილებით. ის არის თბილისის ზოოლოგიური პარკის კონსერვაციის მენეჯერი და მუშაობს იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვასა და პოპულაციების კვლევაზე.
ნიკას თანამშრომლობა აქვს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა National Geographic საქართველო, სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისი მონაწილეობით განხორციელდა არაერთი კვლევა და ექსპედიცია, მათ შორის კეთილშობილი ირმის შეფასება ლაგოდეხში, აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის აღრიცხვები და საქართველოს ძუძუმწოვრების მონიტორინგი.
ნიკას ცოდნა და გამოცდილება მონაწილეებს საშუალებას აძლევს ბუნება ახლოდან შეიგრძნონ და თავგადასავალი ავთენტურ, ველურ გამოცდილებად გარდაქმნან.