ექსპედიცია:
ნინოსხევის ჩანჩქერი
ექსპედიცია: ნინოსხევის ჩანჩქერი არის შემეცნებითი ტური და ქვესტ-თამაში ბუნებაში. ექსპედიციის მონაწილეები გიდთან ერთად ლაშქრავენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების უნიკალურ ჩანჩქერს და ინტერაქციული თამაშში მონაწილეობით ეცნობიან ველურ ბუნებას.
რა გელის ექსპედიციაში?
პარასკევს საღამოს ექსპედიციის წევრები ბანაკდებიან ჰაბიტატის კამპუსში და პრეზენტაციის ფორმატში იღებენ ინფორმაციას მომდევნო დღის თავგადასავლის, ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნების და ქვესტ-თამაშის წესების შესახებ.
შაბათს ჯგუფი მიემართება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის, ნინოსხევის ჩანჩქერის სანახავად. გზის დასაწყისში მონაწილეები იღებენ 3 სირთულის ბარათს, სადაც აღწერილია შესასრულებელი მისიები. დავალებები დაფუძნებულია წინა დღეს მოსმენილ პრეზენტაციაზე.
მისიების შესრულებით მონაწილეები აგროვებენ ქულებს. საღამოს ბანაკში დაბრუნებისას დაითვლება ქულები. ყველაზე მეტი ქულის მფლობელი დაჯილდოვდება პრიზით.
კვირას დილით ექსპედიციის მონაწილეები ერთად საუზმობენ და მოემგზავრებიან უკან თბილისში.
ვინ გაუძღვება ექსპედიციას?
ჯგუფს გაუძღვება პროფესიონალი გიდი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეზიდენტი რეინჯერი, დაჩი მჭედლიშვილი (რეინჯერის დღიურის ავტორი).
პირველ დღეს დაჩი ექსპედიციის წევრებს ჩაუტარებს პრეზენტაციას ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნების შესახებ, ხოლო მეორე დღეს გაუძღვება ჯგუფს სალშქრო მარშრუტზე და ჰაბიტატის გუნდთან ერთად წარმართავს ქვესტ-თამაშის პროცესს.
რას მიიღებს გამარჯვებული?
მონაწილე, რომლებიც შემეცნებით თამაშში გამოავლენს განსაკუთრებულ უნარებს და მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, დაჯილდოვდება 100%-იანი დაფინანსებით ჰაბიტატის ერთ-ერთ კურსზე.
* ჰაბიტატის ექსპედიციის მიზანია ველური ბუნების პოპულარიზაცია და მისი შესწავლა სათავგადასავლო, საგანმანათლებლო და სახალისო გზებით.
ექსპედიციის პერიოდი
თარიღი: 15–16–17 აგვისტო
15 აგვისტო – 17:00 გამგზავრება თბილისიდან
16 აგვისტო – ლაშქრობა / ქვესტი
17 აგვისტო – 11:30 გამომგზავრება ჰაბიტატიდან
ლოკაცია
ჰაბიტატი | ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
გიდი
დაჩი მჭედლიშვილი
მონაწილეების რაოდენობა
12
ღირებულება
450 ლარი
ღირებულებაში შედის
ტრანსპორტირება
განთავსება
კვება სრულად (5 ჯერ)
გიდის მომსახურება
ქვესტ-თამაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
განრიგი
-
17:00 გამოსვლა ველოსიპედის ძეგლიდან
19:30 ჩამოსვლა ჰაბიტატში, ამობარგება, კამპუსის დათვალიერება
20:00 ვახშამი
21:00 ლაშქრობის გეგმის პრეზენტაცია (დაჩი)
ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება
ველურ ბუნებაში გადაადგილების წესები
ლაშქრობის დროს შესასრულებელი მისიების გაცნობა
-
08:00 საუზმე
09:00 გასვლა ჰაბიტატიდან
09:15 რეგისტრაცია რეინჯერთან და ლაშქრობა ნინოსხევის ჩანჩქერზე
13:00 პიკნიკი ტყეში
19:00 ბილიკის დასასრული და ჰაბიტატში დაბრუნება
20:00 ვახშამი ჰაბიტატში
21:00 შესრულებული მისიების პრეზენტაცია და ქულების შეჯამება. გამარჯვებულების გამოვლენა.
-
10:00 საუზმე
11:30 გამგზავრება ჰაბიტატიდან
გიდი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები რეინჯერი
დაჩი მჭედლიშვილი არის ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერი და ველური ბუნების ერთგული მკვლევარი. მას აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის (ჰიდროგეოლოგიის მიმართულება) ბაკალავრის ხარისხი და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება გარემოს დაცვაში.
დაჩი განსაკუთრებით ინტერესდება სოკოების სამყაროთი და მათ ეკოსისტემაში არსებითი როლით. ის აქტიურად იკვლევს ბუნებრივ გარემოს და ახდენს ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას ვიდეო-ვლოგის რეინჯერის დღიურის საშუალებით, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება აქვს.