ეთნობოტანიკა

ადამიანისა და მცენარის თანაცხოვრება

ადამიანი საუკუნეების განმავლობაში იკვლევდა მცენარეებთან თანაცხოვრებას და მათი გამოყენების გზებს. ეთნობოტანიკა ამ ცოდნის ხელახლა აღმოჩენაა.

ჩვენ მცენარეებთან ერთად ვცხოვრობთ — ვსუნთქავთ მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადით, ისინი კი ითვისებენ ჩვენს მიერ გაცემულ ნახშირორჟანგს.

თუმცა მათი როლი მხოლოდ სუნთქვით არ შემოიფარგლება: მცენარეები გამოიყენება კვების, მკურნალობისა და ყოველდღიური საჭიროებებისთვის. მათ შესახებ ცოდნა საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ბუნებასთან თანაცხოვრების საფუძველს ქმნიდა.


დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, როცა ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურობის ნაწილია, მცენარეთა სამყაროს ცოდნა დავიწყებას მიეცა.

ჩვენი მიზანია გავიაზროთ „ბუნებრივი ინტელექტიც“, — შევიცნოთ მცენარეთა სამყარო და დავუახლოვდეთ ბუნებას, რათა გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.


შაბათ-კვირის ეთნობოტანიკის ვორქშოპი

ეთნობოტანიკა ჰაბიტატის შემეცნებითი პროგრამაა. მონაწილეები შაბათ-კვირის განმავლობაში იცხოვრობენ ლაგოდეხში, ჰაბიტატის კამპუსში და ლექციების, საველე გასვლებისა და პრაქტიკული ვორქშოპების გზით გაეცნობიან ადამიანისა და მცენარეების ურთიერთობის სიღრმეებს.


კურსიდან მიღებული ცოდნა დაგეხმარება გამოიყენო მცენარეები ყველელდღიურ ცხოვრებაში, გააზრებულად მართო ბუნებრივი რესურსები და მეტად დაუკავშირდე ბუნებას.

რას ისწავლი ვორქშოპზე?

  • გაეცნობი მცენარეთა სამეფოს და მათი გამოყენების ტრადიციებს.

  • ისწავლი ველურ ბუნებაში მცენარეების ამოცნობასა და შეგროვებას.

  • შექმნი სამეცნიერეო და კვლევით ჰერბარიუმებს.

  • ველური მცენარეების გამოყენებით მოამზადებ კერძებსა და სურნელოვან ჩაის.

  • დაამზადებ ბუნებრივ საღებავებს და სამკურნალო მალამოს.

კურსის შემდეგ მონაწილეები სახლში წაიღებენ მოძიებულ ველურ მცენარეებს, ჰერბარიუმებსა და საკუთარი ხელით შექმნილ სამკურნალო მალამოს.

ვისთვისაა კურსი?

  • ბუნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის

  • დამწყები მკვლევრებისთვის

  • მათთვის, ვისაც სურს ბუნებრივი რესურსის გამოყენების შესწავლა.

კურსის პერიოდი

ოქტომბერი (ზუსტი თარიღები გამოქვეყნდება ერთი თვით ადრე)

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

ლექტორები

დავით ჭელიძე

ღირებულება

650 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის ვორქშოპის ღირებულებაში

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

სტუდენტების რაოდენობა

12 მონაწილე

სილაბუსი

ლექტორი

დავით ჭელიძე

პროგრამას უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მთავარი ბოტანიკოსი, დავით ჭელიძე. დავითი 50 წელზე მეტია იკვლევს საქართველოს ფლორასა და ეთნობოტანიკურ ტრადიციებს. იგი არაერთი მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის „საქართველოს ფლორის“ მე-2 გამოცემის, რომელიც შედის „კავკასიის ეთნობოტანიკის“ მრავალტომეულში.

1975 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, დავით ჭელიძემ მთელი თავისი კარიერა მცენარეთა სამყაროს შეცნობას დაუთმო.

ამჟამად ის მოღვაწეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰერბარიუმის განყოფილებაში და აკადემიურ სივრცეში ასწავლის ისეთ მოდულებს, როგორიცაა: კავკასიის მცენარეთა ამოცნობა, ჰაბიტატების ფლორისტული შეფასება, მცენარეთა სისტემატიკა და გეოგრაფია. 

დავითს სწავლების უნიკალური მიდგომა აქვს. იგი თეორიული ცოდნის გადაცემასთან ერთად, აქტიურად იყენებს პრაქტიკულ და ინტერაქციულ მეთოდოლოგიებს, რაც მის ვორქშოპებს განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს ხდის თითოეული მონაწილისთვის.

რეგისტრაცია ვორქშოპზე