სოკოები

პროგრამა მონაწილეებს აძლევს საშუალებას, შეაბიჯონ სოკოების ჯადოსნურ სამყაროში, გაიაზრონ მიცელიუმის ფუნქცია და მნიშვნელობა, მეტი შეიტყონ ბუნების საკომუნიკაციო ენის შესახებ. პროგრამის ფარგლებში ჩატარდება გასვლითი საფეხმავლო ტურები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც მონაწილეები გაეცნობიან სოკოების მრავალფეროვნებას, ისწავლიან მათი მოპოვების წესებს. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ სოკოს კულტივაციას, მის მრავალმხრივ გამოყენებას, როგორც ნიადაგის ნაყოფიერების, ისე ადამიანის ჯანმრთელობის სასიკეთოდ.

Syllabus

  • დღე 1

    მცირე საფეხმავლო ლაშქრობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, სოკოების შეგროვების ტექნიკა და ადგილობრივი სოკოების მრავალფეროვნება. ქუდიანი სოკოები, მათი მახასიათებლები და გარჩევა. შხამიანი სოკოს ცნობა. ტყეში სოკოების ძებნა, აღწერა, ჩანაწერების გაკეთება, ნიმუშების აღება.

  • დღე 2

    რა არის მიცელიუმი, რითი განსხვავდება სოკოები მცენარეებისგან, მისი ფუნქციები, ურთიერთობა სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან. როგორ იკვებება და მრავლდება სოკო.

  • დღე 3

     საჭმელი სოკოს კულტივაცია, მისი გაზრდის ტექნიკები. სოკოს მიცელიუმის დათესვა. ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ველური სოკოები.

  • დღე 4

    ლაშქრობა ტყეში. სოკოს ბენეფიტები, ნაყენების მომზადება, ჰალუცინოგენი სოკოები. მიცელიუმის გამოყენება გარემოს სასარგებლოდ, ნიადაგის აღსადგენად.

Nino Shengelia

Short info

Register on a course