საახალწლო ვორქშოპი

შენი ხელით შექმნილი საჩუქრით და ტკბილეულით შეგიძლია საყვარელ ადამიანს თავი განსაკუთრებულად აგრძნობინო. 

ჰაბიტატის საახალწლო ვორქშოპზე, ჩვენი ოსტატები ანა და ანნა მონაწილეებს პრაქტიკული გზით ასწავლიან ხელნაკეთი საჩუქრებისა და ტკბილეულის დამზადებას.

ჰაბიტატის სტუმრები კომფორტულად დაისვენებენ ლაგოდეხის ბუნებაში მდებარე ჰაბიტატის კამპუსში, ჩაერთვებიან შემოქმედებით აქტივობაში და ვორქშოპის ბოლოს თან წაიღებენ საკუთარი ხელით დამზადებულ საჩუქრებს, ტკბილეულს და ცოდნას, რაც ჯადოსნური ახალი წლის შექმნაში გამოადგებათ. 


რას გააკეთებენ მონაწილეები ვორქშოპზე?

  • გადარგავენ ცოცხალ ნაძვის ხეს ქოთანში და დაამზადებენ ხელნაკეთ მოსართავებს ორგანული მასალებით.

  • დაამზადებენ საჩუქრებს: 

    ტროპიკულ ტერარიუმს

    ბოტანიკურ სანთელს

    ჰერბარიუმის პოსტერს 

    მისალოც ბარათს

  • გამოაცხობენ და მორთავენ: 

    ჯინჯერის ორცხობილებს 

    საშობაო მორის ნამცხვარს

ვორქშოპის ბოლოს მონაწილეები ყველაფერს შეფუთავენ და სახლში წაიღებენ.

ვორქშოპის პერიოდი

-

ლოკაცია

ჰაბიტატი | ლაგოდეხი

ოსტატები

 ანა ხიჯაკაძე, ანნა ლორთქიფანიძე

რაოდენობა

12 მონაწილე

ღირებულება

900 ლარი

ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის ბანაკის ღირებულებაში

შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC

ფასდაკლება ოჯახის წევრებისთვის -20%

განრიგი

საჩუქრების ოსტატი

ანა ხიჯაკაძე

ანა ხიჯაკაძე 2015 წლიდან ქმნის ხელნაკეთ ნივთებს და ამ სფეროში მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ის ნიუტონის თავისუფალ სკოლაში გამწვანების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და მოსწავლეებს ფლორისტიკას ასწავლის. ასევე აქვს საკუთარი ხელნაკეთი ქუდების და აქსესუარების ონლაინ მაღაზია, ტყის თემატიკაზე.

ანას პროფესიული გამოცდილება მოიცავს დეკორაციისა და ინსტალაციის პროექტებს მუსიკალურ ფესტივალებსა და გარე სივრცეებში. 

ვორქშოპზე ანა მონაწილეებს შემოქმედებით, პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროცესში ჩართავს.

ტკბილეულის ოსტატი

ანნა ლორთქიფანიძე

ანნა არის Giraffe Home-ის საკონდიტროსა და პურ-ფუნთუშეულის ბრენდ შეფი, ხუთწლიანი გამოცდილებით. ის სპეციალიზდება ფენოვან ცომსა და შოკოლატიეში. მისი პროფესიული გზა დაიწყო Rooms Hotel-ში, ხოლო შემდეგ მუშაობა გააგრძელა პურ-ფუნთუშეულობისა და საკონდიტრო მიმართულებით Pulp-ში.

ანნა ქმნის ინოვაციურ დესერტებს ადგილობრივი ინგრედიენტებით და საკუთარ ნამუშევრებს აქტიურად აზიარებს.

ვორქშოპზე ანნა მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ ცოდნას, ტექნიკებს და თავის განსაკუთრებულ მიდგომას საკონდიტრო ხელოვნების მიმართ.

რეგისტრაცია ვორქშოპზე