ასტროფოტოგრაფია
ღამის ცა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა, რომლის დანახვაც შესაძლებელია განათებული ქალაქის შუქებისგან მოშორებით. ვარსკვლავები, ირმის ნახტომი და სხვადასხვა ციური ობიექტები ადამიანებს საუკუნეების განმავლობაში უჩენდა ინტერესს ცის შესწავლისადმი — დღეს კი ეს ინტერესი კამერის ობიექტივის მეშვეობით ხელოვნებად შეგიძლია აქციო.
ფოტოგრაფია არა მარტო აღბეჭდავს ღამის ცას — ის საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ და გავერკვიოთ მის სტრუქტურაში.
ჰაბიტატის ასტროფოტოგრაფიის ვორქშოპზე, რომელიც ღია ცის ქვეშ ჩატარდება, გაეცნობი ასტროფოტოგრაფიის თეორიულ საფუძვლებს, გაიგებ როგორ უნდა დააკვირდე ბნელ ცას სხვადასხვა ამინდში, ისწავლი გადაღების დროის სწორად დაგეგმვასა და კამერის პარამეტრების განსაზღვრას. ასევე პრაქტიკულად ჩაერთვები გადაღების პროცესში - თავად გადაიღებ ირმის ნახტომს და ღამის ცაზე დაკვირვებით გაეცნობი ძირითად ციურ ობიექტებს.
ვორქშოპის ბოლოს გეცოდინება ასტროფოტოგრაფიული გადაღება დაგეგმვიდან საბოლოო შედეგის მიღებამდე.
რას ისწავლი?
გადაღების ლოკაციის სწორად შერჩევას და ბნელი ცის მნიშვნელობას
ამინდის მონიტორინგსა და გადაღების დროის დაგეგმვას
კამერის ტექნიკური პარამეტრების სწორად დაყენებას
საჭირო აღჭურვილობის გამოყენების მეთოდებს
ღამის ცის ობიექტების ამოცნობასა და დაკვირვების ტექნიკას
ვისთვისაა კურსი?
ვისაც ასტროფოტოგრაფიის პრაქტიკული გამოცდილების მიღება სურს
ვისაც სურს მეტი გაიგოს ღამის ცის დაკვირვებისა და ობიექტების ამოცნობის შესახებ
ბუნებითა და ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანებისთვის
მონაწილეობა შეუძლია როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებს. ვორქშოპისთვის არ არის აუცილებელი საკუთარი ტექნიკის ქონა. გადაღება შესაძლებელია როგორც პროფესიონალური კამერით, ასევე მობილური ტელეფონით.
კურსის პერიოდი
31 ივლისი-1 და 2 აგვისტო (2 ღამე ჰაბიტატში)
ლოკაცია
ჰაბიტატი | ლაგოდეხი
ლექტორი
სანდრო შუღლაძე
ჯგუფი
12 მონაწილე
ღირებულება
750 ლარი
ტრანსპორტირება, განთავსება და სამჯერადი კვება შედის ვორქშოპის ღირებულებაში
შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით: საქართველოს ბანკი, TBC
სილაბუსი
-
გადაღების დაგეგმვა და მონიტორინგი
ბნელი ცის და ამინდის მნიშვნელობა
გადაღების დროის სწორად შერჩევა
პრაქტიკული სამუშაო: ღამის ცის პირველი გადაღება
-
კამერის პარამეტრების სწორად დაყენება
საჭირო აღჭურვილობის მიმოხილვა
ცის დაკვირვება და ძირითადი ობიექტების ამოცნობა
პრაქტიკული სამუშაო: ღამის ცის მეორე გადაღება
-
ფოტოების დამუშავების პრინციპები
ლექტორი
სანდრო შუღლაძე
ასტროფოტოგრაფი, ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი და ფილმმეიქერი, რომელიც 10 წელზე მეტია ფოტო-ვიდეო სფეროში მუშაობს. ასტროფოტოგრაფიით აქტიურად 2020 წლიდან არის დაკავებული და განსაკუთრებულად აინტერესებს ღრმა კოსმოსის ობიექტების, ნისლეულებისა და გალაქტიკების გადაღება.
სანდროს უმუშავია მრავალ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის Samsung, EU4Culture, Xiaomi, Synevo და Palitra Media-სთან. მისი ასტროფოტოგრაფიული ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის Soul Nebula IC 1848-ის გუნდურ პროექტში, რომელმაც AstroBin-ის Top Pick ნომინაცია მიიღო. ასევე არის ZWO ASIWEEK-ის გამარჯვებული M13-ის ფოტოთი.
სწავლებისას სანდრო თეორიას პრაქტიკასთან აერთიანებს და მონაწილეებს ეტაპობრივად აცნობს ღამის ცის გადაღების პროცესს — დაგეგმვიდან და აღჭურვილობის გამართვიდან ფოტოების დამუშავებამდე. მისი მიზანია ასტრონომიისა და ასტროფოტოგრაფიის პოპულარიზაცია და რთული ტექნიკური საკითხების მარტივად და გასაგებად გადმოცემა.